რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  
კრებულის შესახებ
შესავალი
სარჩევი
ავტორი
ძირითადი ცნობები
კრებულის ჩამოტვირთვა

"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2001). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ქართულ-რუსულ ენებზე. თბილისი, 2002, 430 გვ. (იხილეთ აქვე, ვებგვერდზე, მისი შევსებული გამოცემები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე )


შესავალი


კრებული მოიცავს 1989-2001 წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში კონფლიქტების ამსახველ უმთავრეს პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებსა და დოკუმენტებს, კერძოდ, ესენია:

1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტები, მიმართული რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტები, მიმართული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-განმტკიცებისაკენ;

3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრ კავშირი, რსფსრ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, დსთ) გადაწყვეტილებანი;

4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებანი.

5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტი.

მასალის სრულად წარმოჩენის მიზნით კრებულში შეტანილი ბევრი დოკუმენტი გადმოცემულია შემოკლებით, ამონაკრების სახით - იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტის სულისკვეთებას.

გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში რეგიონული კონფლიქტების ამსახველი ვრცელი პოლიტიკურ-სამართლებრივი ინფორმაცია (ცოდნა); დოკუმენტურად აჩვენოს კონფლიქტების გენეზისი ამ ორ რეგიონში - რამ გამოიწვია პოლიტიკური დაპირისპირება - კონფლიქტი, როგორ დაიწყო და გადაიზარდა იგი შეიარაღებულ კონფლიქტში და როგორ წარიმართა მათი შემდგომი მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი, რა შედეგები და მომავალი აქვს ქართულ-რუსულენოვანი კრებული, რომელსაც არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია, კონფლიქტებისადმი მიძღვნილ ანალოგიურ ნაშრომებთან ერთად, განკუთვნილია როგორც ერთგვარი გზამკვლევი და სახელმძღვანელო ამ პრობლემით დაინტერესებული უფართოესი საზოგადოებისათვის. კრებული მოწოდებულია აგრეთვე დაეხმაროს კონფლიქტში უშუალოდ ჩაბმულ მხარეებს პრობლემის რაც შეიძლება ღრმად გააზრებასა და თავიანთი წილი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.


    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
   Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia გრანტი #HE-22-239.
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
30218