რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  

ა.ა.ი.პ. - "რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტი"

ა.ა.ი.პ. - რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტი 2012 წლიდან სამართალმემკვიდრეა 2000 წელს თბილისში დაფუძნებული და რეგისტრირებულ კავშირისა - რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი.

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი: 01167/120620

ინსტიტუტი არის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, საექსპერტო და საკონსულტაციო დაწესებულება და თავისი საქმიანობის სტრატეგიულ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული, სტაბილური, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ინსტიტუტი, ქვეყნის რეგიონალიზმის პრობლემების კვლევის ფარგლებში, სწავლობს საქართველოში რეგიონული კონფლიქტებისა და მისი მოგვარების საკითხებს, თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციის, რეგიონებისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის საკითხებს, თავს უყრის ამ პრობლემათა შესახებ ცოდნას, ფართოდ ავრცელებს მას და ამით ხელს უწყობს:

- აღნიშნული ცოდნის მისაწვდომობას საგანმანათლებლო შრომების სტამბურად გამოცემა-გავრცელებისა და მათი ინტერნეტში საკუთარ ვებგვერდზე ელექტრონული (ციფრული) ვერსიებად განთავსების გზით;

- ზემოაღნიშნული პრობლემების შესახებ საზოგადოების სამოქალაქო, პოლიტიკური და იურიდიული განათლების დონის ამაღლებას;

- დიალოგში, ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების, კონფლიქტების თავიდან აცილების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესებში ხალხის ჩართულობას, ამ პროცესების საჯაროობასა და ღიაობას;

- სამოქალაქო-ერთაშორის თანხმობას, საერთო-სახელმწიფოებრივ სივრცეში რეგიონებისა (პროვინციებისა) და მოქალაქეთა ინტეგრაციის პროცესებს, რეგიონებისა და სახელმწიფო ინტერესების ჰარმონიზებას, რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების სრულფასოვან მონაწილეობას თვითმმართველობასა და სახელმწიფო მართვაში, მოქალაქეთა წინაშე არჩევითი ორგანოების ანგარიშვალდებულებას, მონიტორინგის გზით სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფას;

- იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილებისა და ეკომიგრანტების უფლებათა დაცვას, საცხოვრებელ გარემოში მათ ღირსეულად დამკვიდრებასა და ადაპტაციას, მათ სოციალურ რეაბილიტაციას;

- რეგიონებში გამჭვირვალეობისა და დემოკრატიზაციის პროცესებს;

- ახორციელებს ზემოაღნიშნულ საკითხებზე საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.


ინსტიტუტის უმაღლესი ორგანოა მისი წევრების საერთო კრება.

საერთო კრებებს შორის პერიოდში ინსტიტუტის მართვის ორგანოებია ოთხი წლი ვადით არჩეული გამგეობა, გამგეობის თავმჯდომარე და გამგეობის მიერ დანიშნული დირექტორი.

ინსტიტუტის გამგეობა:

ზვიადაძე სალომე, იორამაშვილი დაჩი, სარალიძე ლოლა, სიჭინავა ანზორი, სურმანიძე რუსლანი.

ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე:

თამაზ დიასამიძე (2000 – 2004);

აბესალომ ასლანიძე (2004 – 2005);

ლელა სარალიძე 2006 წლიდან;


ინსტიტუტის დირექტორი:

თამაზ დიასამიძე (2012 წლიდან)


2000 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ, საქართველოში რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში, გააკეთა შემდეგი:

1. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2001). პოლიტიკურ- სამართლებრივი აქტების კრებული", ქართულ-რუსულ ენებზე. თბილისი, იანვარი 2002, 430 გვ. მომზადდა და გამოიცა საქართველოში აშს-ს საელჩოს დაფინანსებით.

2. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა: "რეგიონული კონფლიქტები საქართველოში-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2002). პოლიტიკურ- პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ინგლისურ ენაზე. თბილისი, მაისი 2003, 302 გვ. მომზადდა და გამოიცა ფონდის ღია "საზოგადოება – საქართველო" დაფინანსებით;

3. შეიქმნა ორგანიზაციის ვებგვერდი და მასზე განთავსდა (2003 წ.) ზემოაღნიშნული გამოცემების ელექტრონული ვერსიები. ეს სამუშაოები შესრულდა ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველოს" დაფინანსების ფარგლებში.

4. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:"აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ქართულ-რუსულ ენებზე. თბილისი, დეკემბერი 2004, 410 გვ. მომზადდა და გამოიცა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დაფინანსებით.

5. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:"აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ინგლისურ ენაზე. თბილისი, აგვისტო 2005, 246 გვ. თბილისი, აგვისტო 2005, 246 გვ. მომზადდა და გამოიცა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის დაფინანსებით;

6. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2005)". პოლიტიკურ- სამართლებრივი აქტების კრებული, მეორე, შევსებული გამოცემა, ქართულ ენაზე. თბილისი, აგვისტო 2005, 528 გვ. მომზადდა და გამოიცა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის დაფინანსებით;

7. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2005). პოლიტიკურ- სამართლებრივი აქტების კრებული", მეორე, შევსებული გამოცემა, რუსულ ენაზე. თბილისი, აგვისტო 2005, 536 გვ. მომზადდა და გამოიცა საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის დაფინანსებით;

8. შეიქმნა ორგანიზაციის სრულფასოვანი სამენოვანი ვებგვერდი - "საქართველო რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი) დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა 1917 – 2008", აღჭურვილი საძიებო სისტემით და მასზე (ინტერნეტში) განთავსდა ზემოაღნიშნული 6 გამოცემა და სამ ენაზე თემატურად და ქრონოლოგიურად დალაგებული 3000-მდე დოკუმენტი. ვებგვერდი მომზადდა და დაიტვირთა 2005 წლის ოქტომბერში, საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის დაფინანსების ფარგლებში;

9. მომზადდა და გამოქვეყნდა გამოცემა:" რეგიონული კონფლიქტები საქართველოში-სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ასს რესპუბლიკა (1989-2008). პოლიტიკურ-პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", მეორე, შევსებული გამოცემა, ინგლისურ ენაზე. თბილისი, 2008, 667 გვ. მომზადდა და გამოიცა საქართველოში ეუთოს მისიის დაფინანსებით;

10. მომზადდა სამ ენაზე 500–მდე ახალი დოკუმენტი და ახალ, მეშვიდე გამოცემასთან ერთად განთავსდა ორგანიზაციის ვებგვერდზე, აგრეთვე, ახალი დოკუმენტებით შეივსო ვებგვერდზე განთავსებული სხვა გამოცემების ელექტრონული ვერსიები. სამუშაოები შესრულდა (2008 წ.) საქართველოში ეუთოს მისიის დაფინანსების ფარგლებში;

11. ორგანიზაციის ვებგვერდი შეივსო სამ ენაზე მომზადებული 800–მდე ახალი დოკუმენტით, აგრეთვე, ახალი დოკუმენტებით შეივსო ვებგვერდზე განთავსებული გამოცემების ელექტრონული ვერსიები. სამუშაოები შესრულდა (2011 წ.) ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" დაფინანსებით;

12. ვებგვერდის ლოკალური (სრული ელექტრონული) ვერსიის კომპაქდისკზე ჩაწერა, გამოცემა და გავრცელება. სამუშაოები დააფინანსა (2011 წ.) ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო“.


კავშირის - "რეგიონალიზმის კვლევის ცენტრი" საქმიანობა დააფინანსეს შემდეგმა დონორებმა:

● საქართველოში აშშ საელჩო (დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამა) (2001 - 2002);

● ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (2002 - 2003);

● დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი (2003 - 2004);

● ევროკავშირის ევროკომისიის დელეგაცია საქართველოსა და სომხეთში (2004 - 2005);

● ეუთოს მისია საქართველოში (2008);

● ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" (2011).

    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
   Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia გრანტი #HE-22-239.
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
30218