რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  


ავტორის ფოტოები პრესისათვის

თამაზ დიასამიძე

დაიბადა 1959 წლის 2 ივნისს.

1976-1981 წწ – შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. დაამთავრა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ისტორია- გერმანული ენის სპეციალობით.

1981-1983 წწ – სამხედრო სამსახური საბჭოთა არმიის სამხედრო-საჰაერო ძალებში, რიგითი.

1984-1985 წწ. – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი.

1985-1986 წწ – განსაკუთრებულ საქმეთა რესტავრატორი აჭარის საარქივო სამმართველოში, მეთვალყურე აჭარის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევით მუზეუმში, მეცნიერ-თანამშრომელი ბათუმის სახელმწიფო მუზეუმში.

1986-1989 წწ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი. ამავე დროს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების ორწლიანი კურსებს ინგლისურ ენაში.

1989-1995 წწ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი.

1990 - 1992 წწ – საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს – უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი.

1991-1996 წწ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, დეპუტატთა ფრაქციის "აჭარა" თავმჯდომარე.

1992 - 1995 წწ – საქართველოს პარლამენტის წევრი.

1993-1995 წწ – გამომცემელი და რედაქტორი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთებისა: "საქართველოს კარიბჭე" და "თავისუფალი სიტყვა".

2000-2004 წწ – რეგიონალიზმის კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.

2003 წლის დეკემბერი - 2004 წლის მაისი – სახალხო მოძრაობა "ჩვენი აჭარის" ეგიდით აჭარაში რეგიონული ავტორიტარული რეჟიმის შეცვლის წარმატებულ მასობრივი სამოქალაქო–პოლიტიკური კამპანიის ხელმძღვანელი.

2004 წლის მაისი – აჭარის ა. რ. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი, საკანონმდებლო რეფორმების კომისიის თავმჯდომარე.

2004-2008 წწ – საქართველოს პარლამენტის წევრი.

2008-2012 წწ – საქართველოს პარლამენტის წევრი.

2012 წლიდან – რეგიონალიზმის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი.

ავტორია სამეცნიერო სტატიებისა და წიგნების

    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
24950