რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  

საქართველო. რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი) დოკუმენტებში.
წინაისტორია და თანამედროვეობა
1917 – 2011

ეს ვებგვერდი მოქმედებს 2003 წლიდან, რომელზეც თავდაპირველად განთავსებული იყო ჩვენს მიერ, საქართველოში რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული მხოლოდ სამი წიგნის ელექტრონული ვერსია, მათი უფასოდ ასლგადაღების უფლებით.

2005 წლიდან დღემდე ვებგვერდზე, რომელიც აღჭურვილია საძიებო სისტემით, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საერთო ჯამში განთავსებულია 4000-ზე მეტი დოკუმენტი და ამავე ენებზე გამოქვეყნებული შვიდი წიგნის ელექტრონული ვერსია, აგრეთვე, მათი უფასოდ ასლგადაღების უფლებით.

ვებგვერდი ახალი დოკუმენტებით და გამოცემით შეივსო 2008 და 2011 წელს.

ისინი ასახავენ:

ა) საქართველოში - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონებში განვითარებული კონფლიქტებისა და მათი მოწესრიგების პროცესებს 1989-2011 წლებში;

ბ) კონფლიქტების წინაისტორიას - საქართველოს შემადგენლობაში ამ ავტონომიური რეგიონების ჩამოყალიბებას და მათ სამართლებრივ მდგომარეობას 1917-1988 წლებში.


საიტზე შესაბამისად განთავსებულია შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა)
1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტები, მიმართული რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და ამ რეგიონების შემდგომი სუვერენიზაციისაკენ;

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტები, მიმართული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა-განმტკიცებისაკენ;

3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრკ, რსფსრ, რფ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, დსთ) გადაწყვეტილებანი;

4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებანი.

5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტი.

ბ)
1. ავტონომიური რეგიონების სტატუსები და კონსტიტუციები;

2. სახელმწიფოთაშორისი, შიდასახელმწიფოებრივი და შიდარესპუბლიკური შეთანხმებები ავტონომიური რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით;

3. ავტონომიური რეგიონების, საქართველოს, (ჩრდილოეთ) კავკასიის ხალხთა გაერთიანებების, ამიერკავკასიის სფს რესპუბლიკის და სსრ კავშირის ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული აქტები, მიმართული ამ რეგიონების სტატუსის ცვლილებებისაკენ;

4. საქართველოს და სსრ კავშირის კონსტიტუციები და კანონები ავტონომიური რეგიონების სტატუსის ევოლუციასთან დაკავშირებით;

5. სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი.


საიტზე ბევრი დოკუმენტი გადმოცემულია შემოკლებით, ამონაკრების სახით - იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება პრობლემის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტების სულისკვეთებას.

მიუხედავად გაწეული შრომისა, ეს, ჯერ კიდევ არ არის პრობლემის შესახებ არსებული მასალების (დოკუმენტების) ამომწურავი და სრულყოფილი კოლექცია.

ვებგვერდის რესურსი გზადაგზა ივსება როგორც ნაკლული დოკუმენტებით, ასევე, მიმდინარე მოვლენების კვალდაკვალ მიღებული ახალი დოკუმენტებით.

ამ მხრივ ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის და სიამოვნებით მივიღებთ ყველა მხარის შენიშვნას და წინადადებას.


სრულყოფილი ვებგვერდის შექმნის, დატვირთვისა და ინტერნეტში განთავსების (2005 წ.) სამუშაოები დაფინანსებულია საქართველოსა და სომხეთში ევროკომისიის დელეგაციის გრანტით.


ვებგვერდის ახალი დოკუმენტებით და გამოცემით შევსების სამუშაოები დაფინანსდა საქართველოში ეუთოს მისიისა (2008 წ.) და „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფონდის (2011 წ.) მიერ.

ვებგვერდის გამომცემელი: თამაზ დიასამიძე


მკვლევარი: ლელა სარალიძე



მთარმნელები და რედაქტორები: ნანა ჯაფარიძე–ჭყოიძე, სალომე ზვიადაძე, ირინა სხირტლაძე


ვებგვერდის პროგრამული უზრუნველყოფა გელა პავლიაშვილისა და საბა სურმანიძისა


სამუშაოების კომპიუტერული უზრუნველყოფა რუსლან სურმანიძისა


ვებგვერდის დიზაინერი: მალხაზ ვარშანიძე

    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
   Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia გრანტი #HE-22-239.
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
30218