რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  
კრებულის შესახებ
შესავალი
სარჩევი
ავტორი
ძირითადი ცნობები
კრებულის ჩამოტვირთვა

"აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ინგლისურ ენაზე. თბილისი, 2005, 246 გვ.


შესავალი


კრებული არის საქართველოში რეგიონული კონფლიქტების კვლევის ფარგლებში ჩვენს მიერ ადრე გამოცემული და აგრეთვე, ინტერნეტგვერდზე განთავსებული ნაშრომების ("რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2001). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტები", ქართულ-რუსულ ენებზე; "რეგიონული კონფლიქტები საქართველოში - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა (1989-2002). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტები", ინგლისურ ენაზე) გაგრძელება.

კრებულში გადმოცემულია 1917-1988 წლებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსის ამსახველი 199 უმთავრესი პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, კერძოდ:

1. ავტონომიური რეგიონების სტატუტები და კონსტიტუციები;

2. სახელმწიფოთაშორისი, შიდასახელმწიფოებრივი და შიდარესპუბლიკური შეთანხმებები ავტონომიური რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით;

3. ავტონომიური რეგიონების, საქართველოს, (ჩრდილოეთ) კავკასიის ხალხთა გაერთიანებების, ამიერკავკასიის სფს რესპუბლიკის და სსრ კავშირის ხელისუფლების ორგანოების მიერ მიღებული აქტები, მიმართული ამ რეგიონების სტატუსის ცვლილებებისაკენ;

4. საქართველოს და სსრ კავშირის კონსტიტუციები და კანონები ავტონომიური რეგიონების სტატუსის ევოლუციასთან დაკავშირებით;

5. სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

კრებულში ბევრი დოკუმენტი მოცემულია შემოკლებით, ამონაკრებების სახით, მაგრამ იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება ამ კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტების სულისკვეთებას.

ქართულ-რუსულენოვანი კრებული, რომელსაც არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია, კონფლიქტების პრობლემისადმი მიძღვნილი ნაშრომების მსგავსად, განკუთვნილია დაინტერესებული საზოგადოებისათვის, როგორც ერთგვარი მეგზური კონფლიქტების სამყაროში უკეთ ორიენტირებისათვის.

კრებულის მიზანია: ფართო საზოგადოებისათვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში რეგიონული კონფლიქტების წინარე ხანის ვითარების ამსახველი ვრცელი პოლიტიკურ-სამართლებრივი ცოდნა (ინფორმაცია); დოკუმენტურად აჩვენოს ამ ორ რეგიონში ის კონფლიქტებამდელი პოლიტიკურ_სამართლებრივი ურთიერთობანი, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი მასაზრდოებელი წყარო გახდა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, დაპირისპირებისა და მათი სამხედრო კონფლიქტებში გადაზრდისა.

წინამდებარე კრებული, მის წინამორბედ ორ გამოცემასთან ერთად, არის ცდა რეგიონული კონფლიქტების პრობლემა გააზრებულ იქნეს ერთ მთლიანობაში, სიღრმისეულად, სრულყოფილად და დაეხმაროს კონფლიქტში ჩაბმულ მხარეებს, სხვა დაინტერესებულ საზოგადოებას პრობლემის სამართლიანი მოწესრიგების გზაზე მართებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში.


    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
24950