რეგიონალიზმის
კვლევის ინსტიტუტი
www.rrc.ge
  • Smiley face
  • საქართველო
    რეგიონალური კონფლიქტები (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი)
    დოკუმენტებში. წინაისტორია და თანამედროვეობა
    1917 – 2011
  • Smiley face

Eng  Rus  
კრებულის შესახებ
შესავალი
სარჩევი
ავტორი
ძირითადი ცნობები
კრებულის ჩამოტვირთვა

"რეგიონული კონფლიქტები საქართველოში (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1989-2008). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული", ინგლისურ ენაზე. თბილისი, 2008, 665 გვ. (ამჟამად, კრებულის ელექტრონული ვერსია შევსებულია ახალი დოკუმენტებით და განვრცობილია 2011 წლამდე)


შესავალი


წინამდებარე კრებული არის 2003 წლის მაისში ინგლისურ ენაზე გამოცემული ამავე სახელწოდების კრებულის შევსებული გამოცემა. ის ორგანული ნაწილია, აგრეთვე ჩვენს მიერ 2005 წელს ინგლისურ ენაზე გამოცემული და ინტერნეტში განთავსებული კრებულებისა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი სა¬ქარ¬თველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული.”

კრებული მოიცავს 1989-2011 წლებში სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული კონფლიქტებისა და მათი მოწესრიგებისაკენ მიმართულ მოქმედებათა ამსახველ და ქრონოლოგიურად დალაგებულ უმთავრეს პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებსა და დოკუმენტებს, კერძოდ, ესენია:

1. ავტონომიური რეგიონების ხელისუფლების ორგანოების აქტები, მიმართული რეგიონალიზაციის, პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, სახელმწიფოსაგან გამოყოფისა და ამ რეგიონების შემდგომი სუვერენიზაციისაკენ;

2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და სამთავრობო ორგანოების აქტები, მიმართული სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა- განმტკიცებისაკენ;

3. 3. კონფლიქტთან დაკავშირებით მეზობელი სახელმწიფოების (სსრ კავშირი, რსფსრ) და საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, დსთ, ნატო) გადაწყვეტილებანი;

4. კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებასთან დაკავშირებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებანი.

5. პრობლემასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტი.

მასალის სრულად წარმოჩენის მიზნით კრებულში შეტანილი ბევრი დოკუმენტი გადმოიცა შემოკლებით, ამონაკრების სახით - იმ პოზიციებით (თავები, მუხლები, აბზაცები), რომლებიც ზუსტად შეესაბამება კრებულის მიზანდასახულობასა და საკუთრივ დოკუმენტის სულისკვეთებას. გამოცემის უმთავრესი მიზანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის მისაწვდომი გახადოს საქართველოში რეგიონული კონფლიქტების ამსახველი ვრცელი პოლიტიკურ- სამართლებრივი ინფორმაცია (ცოდნა); დოკუმენტური ფორმით მიუკერძოებლად და სრულყოფილად აჩვენოს საქართველოს ამ ორ რეგიონში კონფლიქტების განვითარება და მათი მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესი, ამ მიმართულებით კონფლიტში ჩაბმული მხარეების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგები.

გამოცემა, რომელსაც არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია, განკუთვნილია ხელი შეუწყოს აღნიშნული კონფლიქტების შესახებ სწორი საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და აგრეთვე, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში.


    ვებპორტალის შექმნა
  დააფინანსა (2005 წ.)
  ევროკომისიის დელეგაციამ
  საქართველოსა და სომხეთში
    ვებგვერდის განახლება
  (2008 წ.) დააფინანსა
  ეუთოს მისიამ   საქართველოში
  ვებგვერდის ბოლო განახლება
(2011 წ.) დააფინანსა ფონდმა
"ღია საზოგადოება - საქართველო"  
  
   Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia გრანტი #HE-22-239.
© Copyright 2006 RRC
ყველა უფლება დაცულია
ბოლო ცვლილება - 2011 წლის ოქტომბერი
30218